ახალი ამბები

თეთრი სახლი მზადაა „აგენტების“ კანონის გამო „ფუნდამენტურად გადააფასოს“ საქართველოსთან ურთიერთობა  

14 მაისს გამართული ბრიფინგის დროს, პრეზიდენტის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი შეშფოთებულია საქართველოს მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კრემლის სტილის კანონის მიღების გამო და დასძინა, რომ „თუ ეს კანონმდებლობა საბოლოოდ მიიღება, ის გვაიძულებს ფუნდამენტურად გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან“.

პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „გამოთქვამს ჩვენს შეშფოთებას იმ კანონმდებლობის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს ღირებულებებიდან ჩამოაშორებს“.

მან ასევე ახსენა ქართველების პროტესტი, რომლებიც, მიუხედავად დაშინებისა, „ეუბნებიან თავიანთ ხელისუფლებას, რომ შეეწინააღმდეგებიან ამ კანონს, რადგან ევროატლანტიკური მომავალი სურთ“.

მანამდე, ვედანტ პატელმა განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით, რომ „ჯერ კიდევ არის დრო თანამშრომლობისთვის, მაგრამ ჩვენი აზრით, საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, რომელსაც დაადგა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button