ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიები „ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმის“ შექმნას აანონსებენ

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ მზად არიან გვერდზე გადადონ უთანხმოებები და იმუშაონ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, რათა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებით „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოაშორონ. ამ განცხადებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი პროტესტისა და დასავლეთის მწვავე წინააღმდეგობის უგულებელყოფით, პარლამენტის მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება.

ინიციატივა პირველად პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გაახმოვანა. მისი თქმით, „ამ სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და მშვიდად, მყარი ნერვებით პროტესტის გაგრძელება და სამოქმედო სტრატეგიის შეთანხმება“. მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა, „სასწრაფო წესით დაიწყოს კოორდინირებული კონსულტაციები  იმ საზოგადოების, ახალგაზრდობის და პარტიების მონაწილეობით, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში აპროტესტებდნენ ამ პროცესს“. ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მთელი ძალისხმევა „მიმართული უნდა იყოს რუსული ხელისუფლების არჩევნებში დამარცხებნისკენ“.

ხაზარაძემ განაცხადა, რომ ერთობლივი ძალებით უნდა შეიქმნას „ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა, და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაცია“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მხარი დაუჭირა „ლელოს“ ინიციატივას და განაცხადა, რომ აღარ უნდა იყოს გამყოფი ხაზები პრო-ქართულ, პრო-ევროპულ და პრო-დასავლურ ქვეყნებს შორის. მან დაადასტურა, რომ ნაციონალური მოძრაობა მზადაა დიალოგისთვის და ნებისმიერი კომპრომისისთვის.

„სატრატეგია აღმაშენებელმა“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაადასტურა მზაობა, რომ გაერთიანდეს საქართველოსა და მისი ევროპული მომავლისთვის.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button