skip to content
ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძეს „ქართული ოცნების“ კომისიის წინაშე გამოუცხადებლობისთვის რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, 23 ივნისს რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე უარის თქმისთვის. მას ასევე ორი წლით აეკრძალა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება.

დღევანდელ მოსმენას ხაზარაძე არ დასწრებია. ის და მისი თანაპარტიელი ბადრი ჯაფარიძე, რომლის განაჩენიც რამდენიმე საათში გამოცხადდება, „ლელოს“ ოფისში იმყოფებიან. სავარაუდოდ, სწორედ, იქ აღსრულდება მოსამართლის განაჩენი.

მამუკა ხაზარაძე მეორე ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, ზურაბ ჯაფარიძის შემდეგ, რომელიც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოუცხადებლობისთვის სისხლის სამართლის წესით გაასამართლეს. პატიმრობის გარდა, კანონი ჯარიმასაც ითვალისწინებს, თუმცა პირველი გადაწყვეტილებებით მოსამართლეებმა პატიმრობა აირჩიეს.

ზურაბ ჯაფარიძის განაჩენის გამოტანის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „არ აღიარებენ [საპარლამენტო კომისიას], წავლენ ციხეში“.

This post is also available in: English

Back to top button