პარლამენტმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
საერთაშორისო პარტნიორების, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და პოლიტიკოსების ძლიერი წინააღმდეგობის, ასევე პარლამენტის მახლობლად მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს „უცხოელი აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით, 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.
უკვე მესამე დღეა პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ. საღამოს 7 საათისთვის კი ფართომასშტაბიანი აქციაა დაგეგმილი.
საბოლოო მიღებამდე კანონპროექტმა მეორე და მესამე მოსმენები უნდა გაიაროს, თუმცა, შარშანდელისგან განსხვავებით, ამჯერად, დაჩქარებული პროცედურა არ იგეგმება. კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი სახელდება.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/04/2024 – „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა
- 17/04/2024 – ამერიკის სავაჭრო პალატა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
- 17/04/2024 – ფოტო ამბავი: სპეცრაზმმა „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა
- 16/04/2024 – ფოტო ამბავი: მოქალაქეები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას აპროტესტებენe
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)