თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არასამთავრობოების ბრალდებებს ეხმიანება
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი 5 აპრილს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ანტი-კორუფციული შემოწმებისგან თავის დასაცავად მოსამართლეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს. მეთოფიშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეებმა გამოიყენეს „ყოველი ადამიანისათვის კონსტიტუციით გარანტირებული, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება“.
- 05/04/2024 – არასამთავრობოები: სანქცირებული მოსამართლეები ანტი-კორუფციული შემოწმებისგან თავის დასაცავად სასამართლოს მიმართავენ
მოსამართლემ არასამთავრობო ორგანიზაციები წლების მანძილზე „ცილისმწამებლური კამპანიის“ წარმოებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ არასამთავრობოების მიერ დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ანტი-კორუფციულ ბიუროს რეკომენდაციებით მიმართავს, „დისკრიმინაციულია“, რადგან ერთი და იგივე მოსამართლეებს არჩევს მონიტორინგისთვის. მისი თქმით, კომისიის ხელში დაცული არ არის „ჩვენი პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციების კონფიდენციალურობა“.
მოსამართლემ მმართველი პარტიის ნარატივი გაიმეორა, რომელიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიცირებას ახლდა თან, და განაცხადა, რომ არასამთავრობოებს თავად „რამდენიმე გვერდიანი დეკლარაციის წარდგენაც კი არ სურთ მათი დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“ და მოსამართლეთა გამჭვირვალობას მოითხოვენ. მეთოფიშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლეები ქონებრივ დეკლარაციებს შემოდგომაზე წარადგენენ და ხაზი გაუსვა, რომ მათ წინასწარ მიმართეს სასამართლოს, რადგან „მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა ეს საკითხი წამოგვეჭრა სამსჯელოდ სწორედ დეკლარაციების წარდგენამდე, სასამართლო განხილვების ფარგლებში“.
ასევე წაიკითხეთ:
- 03/04/2024 – კომენტარები „ვეტინგისა“ და სასამართლო სისტემის შესახებ
- 02/04/2024 – „ქართული ოცნება“ აშშ-ს მოსამართლეებზე დაწესებული სანქციების მოხსნისკენ „კატეგორიულად“ მოუწოდებს
- 22/03/2024 – პიტერ სტანო: მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობაა
- 20/03/2024 – 47 არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეტინგის“ წინააღმდეგ პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს ეხმიანება
- 30/11/2023 – სასამართლოს გუშაგი სასამართლო სისტემას აკრიტიკებს და რეფორმებისკენ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური)