ახალი ამბები

პიტერ სტანო: მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობაა

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა,  რომ სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა და სასამართლო სისტემაში წამყვან პოზიციებზე მყოფ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება, გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობაა.

22 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომლის მეშვეობითაც სასამართლო სისტემაში, კერძოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოში წამყვან პოზიციებზე მომუშავე პირებისა და კანდიდატების, ასევე სასამართლოს თავმჯდომარეების კეთილსინდისიერება შემოწმდება.

განცხადების გამოქვეყნებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებები, რომელთა თქმითაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების, ე,წ, „ვეტინგის“ თემა „დახურულია“, ვინაიდან „შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან“.

განცხადება ასევე შეშფოთებას გამოხატავს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის კრიტიკული კომენტარების მიმართ იმ მოსამართლეთა წინააღმდეგ, რომელთაც „ვეტინგის“ პროცესს მხარი დაუჭირეს.   

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button