ილია დარჩიაშვილი ფინეთს სტუმრობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 12-13 მარტს ფინეთს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა ფინეთის პრეზიდენტს ალექსანდერ სტუბს, საგარეო საქმეთა მინისტრს ელინა ვალტონენს და ევროპულ საქმეთა მინისტრს ანდერს ადლერკროიცს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები ევროკავშირის საკითხებში ფინეთის პარლამენტის დიდი კომიტეტის წარმომადგენლებთან.
შეხვედრა ფინეთის პრეზიდენტთან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დარჩიაშვილი პრეზიდენტ სტუბს 13 მარტს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესსა და ამ მიმართულებით, ფინეთის როლზე.
ილია დარჩიაშვილმა ფინეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მან ასევე მადლიერებით აღნიშნა 2008 წელს, საქართველოსთვის „გადამწყვეტ პერიოდში“, ალექსანდერ სტუბის, როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირადი ჩართულობა და წვლილი კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის მიმართულებით.
„მოხარული ვარ, რომ ჩემი ოფიციალური ვიზიტი ფინეთში პრეზიდენტ ალექსანდრე სტუბთან შეხვედრით დავიწყე. ჩვენ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ძირითადი ასპექტები განვიხილეთ და ხაზი გავუსვით რეგიონული უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობას. მე ყურადღება გავამახვილე საქართველოს როლზე ამ კონტექსტში. ასევე მადლიერება გამოვხატე ფინეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ“, – დაწერა დარჩიაშვილმა ტვიტერზე.
Delighted to commence my official visit to Finland by meeting President @alexstubb. We discussed the core aspects of global security challenges and accentuated the significance of maintaining regional security. I focused on ??'s role in this context. I also expressed gratitude… pic.twitter.com/TlzxAufDj7
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) March 13, 2024
„დღეს ძალიან კარგი შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან პრეზიდენტის სასახლეში. განვიხილეთ ბევრი თემა, ასევე უახლესი ისტორია. 2008 წელს უნდა გვცოდნოდა, რა გველოდა. ნუ გავიმეორებთ ჩვენს შეცდომებს“, – დაწერა პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა ტვიტერზე.
A very good meeting with the Minister of Foreign Affairs of Georgia @iliadarch today at the Presidential Palace. We discussed many topics, also recent history. In 2008, we should have seen what was coming. Let us not repeat our mistakes. https://t.co/2aeEl4cslB pic.twitter.com/zmjgkxEqyP
— Alexander Stubb (@alexstubb) March 13, 2024
შეხვედრა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან
ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი თავის ფინელ კოლეგას ელინა ვალტონენს შეხვდა. მინისტრებმა საქართველოსა და ფინეთის ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგი და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. ქვეყნებს შორის ბიზნეს კავშირების განმტკიცების მიზნით, ყურადღება გამახვილდა „ქართულ-ფინური ბიზნეს ფორუმის“ მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრეს. მინისტრმა დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით წევრი ქვეყნების, მათ შორის, ფინეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ფინურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე. ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას და ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის და პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა კოლეგა მისთვის ხელსაყრელ დროს ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
„ფინეთში ვიზიტის დროს ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგასთან ელინა ვალტონენთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის ძირითადი საკითხები. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ორმხრივი ინტერესის სხვადასხვა სფეროში და შევთანხმდით, რომ ძლიერი დიპლომატიური კავშირებისადმი ერთგულება ურყევი რჩება. მე ასევე გავაცანი ჩემს კოლეგას საქართველოს გეგმები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ხაზი გავუსვი ფინეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას ამ პროცესში“, – დაწერა ტვიტერზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დარჩიაშვილმა.
During my visit to Finland, I had a very good meeting with my counterpart @elinavaltonen, addressing key issues of the ??-?? bilateral agenda. We focused on the opportunities for enhancing relations between the two countries in various areas of mutual interest and agreed that… pic.twitter.com/KvFGwJCZ49
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) March 13, 2024
„მოხარული ვარ ვუმასპინძლო ჩემს კოლეგას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს ჰელსინკში. ეს პირველი შეხვედრაა ფინეთსა და საქართველოს შორის მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. აუცილებელ რეფორმებზე მუშაობა გრძელდება ფინეთის მხარდაჭერით. მოხარული ვარ, რომ გავაღრმავებთ ჩვენს ორმხრივ კავშირებს“, – დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალტონენმა ტვიტერზე.
Glad to host my colleague, Georgian Foreign Minister @iliadarch in Helsinki. First meeting between ?? and ?? after #Georgia received the EU candidate country status. The work on necessary reforms continues, with FI support. Happy to deepen our bilateral ties. pic.twitter.com/v2aOC4IhLA
— Elina Valtonen (@elinavaltonen) March 13, 2024
შეხვედრა ევროპულ საქმეთა მინისტრთან
13 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანდერს ადლერკროიცს შეხვდა.
შეხვედრისას მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების „ისტორიულ მნიშვნელობას“. ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ამბიციური რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული და დაფასებული ევროპელი პარტნიორების მიერ“.
„ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრთან ანდერს ადლერკროიცთან შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ ამ პროცესში უნდა გადადგას. კიდევ ერთხელ აღვნიშნე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში ფინეთი ჩვენს გვერდით მტკიცედ იდგას“, – დაწერა ტვიტერზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დარჩიაშვილმა.
At the meeting with @adleande, Minister for European Affairs of Finland, we reviewed Georgia's progress on the EU membership path and spoke about the steps our country is to take in this process. I once again noted how important it is for Georgia to see Finland standing firmly by… pic.twitter.com/sj0C5AnrHX
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) March 13, 2024
„ფინეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირის გზაზე ძლიერია. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან და კანონის უზენაესობის რეფორმებთან შესაბამისობა აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – ნათქვამია შეხვედრის შესახებ ფინეთის მთავრობის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
Minister @adleande and Foreign Minister of Georgia @iliadarch in Helsinki today.
— Finnish Government (@FinGovernment) March 13, 2024
Finland’s support for Georgia’s EU path is strong. Alignment with EU’s common foreign and security policy and rule of law reforms are essential on the road to the EU membership.
?????? pic.twitter.com/M7HjSP3n0c
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)