ახალი ამბები

საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 2024 წლის ივლისამდე დაკეტილი რჩება

აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა „სპეციალური საკარანტინო რეჟიმი“ 2024 წლის 1 ივლისამდე „ქვეყანაში კორონავირუსის (COVID-19) ინფექციის გავრცელებისა და მის მიერ გამოწვეული შედეგების პრევენციის მიზნით“. შესაბამისი გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა 11 მარტს მიიღო. საკარანტინო ზომები 2020 წლის გაზაფხულიდან მოქმედებს.

5 მარტს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის დაკეტვის გამო, საქართველომ 1.5 მილიონზე მეტი ტურისტი დაკარგა, რაც დაახლოებით, 400 მლნ დოლარის ეკვივალენტია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button