მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

გაზეთი თბილისი, 1975: საბჭოთა თბილისის კინო აფიშა

გაზეთი თბილისი იყო საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტისა და სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს საღამოს გაზეთი, რომელიც გამოიცემოდა 1958 წლიდან.

ისტორიული კონტექსტი

საბჭოთა თბილისში, თითქმის ყველა დიდ უბანს, საკუთარი კინოთეატრი ჰქონდა, მაგრამ ყველაში, თითქმის ერთი და იგივე კინო გადიოდა. ძირითადად კი ეს ინდური ფილმები იყო. აღსანიშვანია ისიც, რომ კინოთეატრების ნაწილი სრულად გათვლილი იყო იქვე დასაქმებულ ადამიანებზე (მაგალითად „კოლმეურნე“, დღევანდელ დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე), რომელშიც ძირითადად ინდური კინო გადიოდა, მაგრამ იყო მეორეც, ბევრად მცირე ზომისებიც, სადაც პერიოდულად, კინომოყვარულთათვის დასავალური კინო გადიოდა (მაგალითად კინოთეატრი გაზაფხული, რომელიც მდებარეობდა პეკინის ქუჩასა და ვაჟა ფშაველას პროსპექტის კვეთაზე). საინტერესოა, რომ დასავლური კინო, ასევე გადიოდა დღესასწაულებზე, რათა ახალგაზრდები ეკლესიის მაგივრად კინოში, ფილმის საყურებლად წასულიყვნენ.

ეკრანი გვთავაზობს

გაზეთი თბილისი, 01.03.1975

თბილისის ეკრანები პრემიერად აჩვენებენ ირანელი კინომატოგრაფისტების ახალ მხატვრულს ფილმს „აისს“. ეს არის ერთი ბედნიერი ოჯახის ისტორია, რომელიც თანხმობით ურთიერთგაგებით ცხოვრობს. ამ ოჯახში უყვართ და პატივსა სცემენ ოჯახის წევრებს და თითქოს მათში არავითარი გაუგებრობა არ არსებობს, მაგრამ…

ერთ მშვენიერ დღეს ტრადიციული სიმშვიდე დაირღვა და მშვენიერი გუგუშის გამოჩენამ სულიერი წონასწორობა დაუკარგა ექიმს, მის მეუღლესა და შვილებს.

ფილმი კინორეჟისორმა სულეიმან და გრანტ მინასიანებმა გადაიღეს.

მთავარ როლებს ასრულებენ ჯამშად მოშაეხი ფაჰრი ხორუმი და გუგუში. სურათი ირანი კინოსტუდია სინემა „მაჩაისაინის“ ნაწარმოებია.

„ავარა”

ბევრია ისეთი საზღვარგარეთული კინოფილმი, რომელიც ჩვენმა მაყურებელმა კარგად მიიღო და შეიყვარა. […] ასეთად უნდა დავასახელოთ ინდური კინოფილმი „ავარა“.

ამ სიტყვის ხსენებაზე უმალ თვალწინ წარმოგვიდგება პოპულარული მსახიობი რაჯ კაპური, რომელიც ჩვენი დედაქალაქის სტუმარიც ყოფილა. […]

რეჟისორი რაჯ კაპური, კომპოზიტორი – მ.ჯაიკიმანი. მთავარ როლებს ასრულებენ რაჯ კაპური და ასევე პოპულარული ნარგისი. ავარა ბომბეის კინოსტუდიის „რაჯ კაპურ ფილმის“ ნაწარმოებია.

„ყმაწვილები სამყაროში“

კიდევ ერთი საინტერესო ფანტასტიკურ სურათს აჩვენებენ დედაქალაქის კინოთეატრები, ეს ფილმი ავენირ ზაკისა და ისაი კუზნევოვის სცენარის მიხედვით გადაიღო რეჟისორმა რიჩარდ ვიქტოროვმა. ფანტასტიკურ კომედია მაყურებლები შეხვდებიან გმირებს რომლებსაც იცნობენ ფილმიდან „მოსკოვი კასიოპეია“ ესენია არიან კოსმოსური ხომალდის მეთაური ვიტია სერედა, მისი მეგობარი და თანაშემწე პაშა კოზლოვი და სხვები.

კოსმოსურმა ხომალდმა „ზარიამ“ მიაღწია მიზანს, ხომალდზე თანავარსკვლავედიდან საგანგაშო სიგნალი გაისმის, რომელიც კოსმონავტებს მიანიშნებს რომ უცხო პლანეტაზე მოაზროვნე არსებები იმყოფებიან. […]

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: მიშა ერშოვი, საშა გრიგორიევი, ვალოდია სავინი […] გადაღებულია გორკის სახელობის კინოსტუდიაში.

[რედაქტორისგან] 3-5 მარტს, თბილისის კინოთეატრებში დაგეგმილი იყო შემდეგი ფილმების ჩვენება:

კინოფილმი ბლოკადა (1-2 სერია) – კინოთეატრებში: რუსთაველი (10, 13:30, 17.20-30 წ.), ოქტომბერი (10, 13-30 ს.)

კინოფილმი აისი – კინოთეატრებში: ამირანი (10, 12, 14, 16, 18, 20, 22 ს.) საქართველო – მწვანე დარბაზი (11, 13, 15, 17, 19 ს.), ბათუმი – (11,13,15 ს.),  ჭავჭავაძის სახელობის კულტურის სახლი (11,13,15, 17,19 ს.), სტალინის სახელობის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის კულტურის სახლი (11,13,15,17,19,21 ს.) ნაკადული (16, 17-30, 19, 20 ს.)

კინოფილმი ეშმაკობა სიხარბის წინააღმდეგ – კინოთეატრებში საქართველო – წითელი დარბაზი, (12, 24, 17, 20 ს.) კოლხეთი (12,15,18, 20 ს.) ასევე, კინოთეატრებში ბათუმი, ყაზბეგი, სიხარული, კოლმეურნე.

კინოფილმი ყმაწვილების სამყაროში – კინოთეატრი: ნაკადული (10, 11, 12, 13 ს.)

რკინის ნიღაბი – კინოთეატრი: სპარტაკი (10, 13, 16 ს.)

კინოფილმი როგორ მოვიპარო მილიონი – კინოთეატრებში: სპარტაკი (18-30მ 21 ს.) , ვარძია (6-30, 21 ს.), ასევე კინოთეატრებში ყაზბეგი, გორკის სახელობის კულტურის სახლი, თბილისი, პროფკავშირების კულტურის სასახლე.

კინოფილმი ავარა – კინოთეატრი: ისანი (13-30, 16, 18-30, 21 ს.)

კინოფილმი დიდი თანავარსკვლავედის შვილები – კინოთეატრი: ვარძია (15, 17 ს.)

კინოფილმი იგი სამშობლოს იცავს -კინოთეატრი: თანამგზავრი (10, 11-30 ს)

კინოფილმი სერენადა დიდი სიყვარულისა – კინოთეატრი: თანამგზავრი (19, 21 ს.)

კინოფილმი მოსკოვი ჩემი სიყვარული – კინოთეატრი: ყაზბეგი (12, 14 ს.)

კინოფილმი ფიქრები კომკაკზე, ნაღარა – კინოთეატრებში: სიხარული (13, 15 ს.), კოსმოსი (14, 16, 18, 20 ს.)

კინოფილმი იმ შორეულ ზაფხულს – კინოთეატრი: კოსმოსი (10-30, 12 ს.)

კინოფილმი თავგადასავალთა მაძიებელნი – კინოთეატრი: კომკავშირელი (10, 12, 14, 16 ს.)

კინოფილმი ჩემი ძვირფასი კლემენტინა – კინოთეატრი: კომკავშირელი (18, 20, 21-40 წ.)

მსგავსი/Related

Back to top button