ახალი ამბები

2023 წელს საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადების რაოდენობა 12%-ით შემცირდა

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, 2023 წელს, ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეებმა 25 209 განაცხადი შეიტანეს, რაც 2022 წელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია. გასულ წელს, საქართველოს მოქალაქეებმა თავშესაფრისთვის ძირითადად გერმანიას (9194), საფრანგეთსა (7210) და იტალიას (3105) მიმართეს.

განაცხადების კლება შესაძლოა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. 2023 წელს, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეტანის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანია შეძლებს განაცხადებების დამუშავების პროცესის დაჩქარებას და ქვეყნიდან გაცილებით სწრაფად იმ პირების გაძევებას, რომლებიც თავშესაფარს ვერ მიიღებენ.

ზოგადად, თავშესაფრის მოთხოვნაზე უარის თქმის საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელია: ევროკავშირის ქვეყნებმა პირველადი მიმართვის შემდეგ განაცხადების 96% არ დააკმაყოფილეს და განმცხადებლების მხოლოდ 2%-მა მიიღო ლტოლვილის სტატუსი, და 2%-მა  დამატებითი დაცვა 2023 წელს. ამავე დროს, გაიზარდა ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების რეადმისიის მაჩვენებელი.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button