ახალი ამბები

გერმანია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში ამატებს

Reuters ინფორმაციით, 30 აგვისტოს გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეზერის მიერ წარდგენილ კანონპროექტს საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეტანის შესახებ. რაც ნიშნავს, რომ გერმანია შეძლებს განაცხადებების დამუშავების პროცესის დაჩქარებას და ქვეყნიდან გაცილებით სწრაფად იმ პირების გაძევებას, რომლებიც თავშესაფარს ვერ მიიღებენ.

სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს და 2023 წლის პირველ ნახევარში ორივე ქვეყნიდან განცხადებების 99.9% უარყოფილ იქნა, რაც ყველა უარყოფილი განაცხადების მეათედზე მეტია. გერმანიას თავშესაფარისთვის გასულ წელს 8865-მა ქართველმა და 5218-მა მოლდოველმა მიმართა.

სამინისტრო განმარტავს წარმოშობის უსაფრთხო ქვეყნებს, როგორც ქყვეყნებს სადაც ზოგადად არ არსებობს სახელმწიფო სისხლისსამართლებრივი დევნის შიში და სადაც სახელმწიფო იცავს თავის მოქალაქეებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს უფლებადამცველთა ჯგუფი Pro Asyl. მისი განცხადებით, გერმანიის მთავრობა არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს და მოლდოვის რეგიონები და აქედან მომდინარე საფრთხეებს. გარდა ამისა, ამ ქვეყნებში პრობლემებია კანონის უზენაესობის და ლგბტ+ პირთა უფლებების დაცვის და პრესის თავისუფლების მხრივაც. მათი თქმით: „საქართველომ მიიღო კანონები დისკრიმინაციისა და სიძულვილის დანაშაულების წინააღმდეგ, თუმცა ლგბტ+ უფლებადამცველი ჯგუფები ამბობენ, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადეკვატური დაცვის ნაკლებობაა და ჰომოფობია კვლავ გავრცელებულია სოციალურად კონსერვატიულ სამხრეთ კავკასიაში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button