პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეხვედრები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება, რამდენიმე მსოფლიო ლიდერს შეხვდა, მათ შორის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ვერა ჟუროვას, ამერიკელ სენატორებს ჯინ შაჰინს და ტომ ტილისს, ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისს და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს კრისტოფერ კავოლის. პრეზიდენტი ზურაბიშვილს ასევე ჰქონდა ხანმოკლე შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.
შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან
16 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ვერა ჟუროვასთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტს ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული „ცხადი და მკაფიო განცხადებისათვის“.
პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია „სწორედ იმ მომენტში, როცა რუსული პროპაგანდა აქტიურად ცდილობს საქართველოში გავლენების გაფართოებასა და ფეხის მოკიდებას, ევროკომისიის ამ ნაბიჯმა უფრო მეტად გააძლიერა საქართველოს მოსახლეობაში ევროპული მისწრაფებები“.
მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ მადლობა გადაუხადა ვერა ჟუროვას ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
#MSC2024: Thanked VP @VeraJourova for @EU_Commission’s clear and strong support for Georgia’s European aspirations and discussed the significance of ??’s candidate country status.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 16, 2024
Russia’s anti-Western propaganda cannot slow down Georgia’s return to its European family ????
შეხვედრა ამერიკელ სენატორებთან
17 თებერვალს ზურაბიშვილი ამერიკელ სენატორებს ჯინ შაჰინს და ტომ ტილისს შეხვდა. შეხვედრისას ზურაბიშვილმა სენატორებს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მიერ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის რუსეთის გეგმა ოკუპირებულ ოჩამჩირეში აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნის შესახებ.
#MSC24 : Thanked @SenatorShaheen & @SenThomTillis for the US's steadfast support for our EU and NATO integration paths ?????
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 17, 2024
Also, discussed Black Sea security, highlighting Russia’s alarming illegal plans for a naval base in occupied #Abkhazia pic.twitter.com/M9vKFVa59v
შეხვედრა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში
17 თებერვალს ზურაბიშვილი ევროკომისარს ვაჭრობის საკითებში ვალდის დომბროვსკისს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი განიხილეს. ევროკომისარმა ევროკავშირის მხარდაჭერა გამოხატა ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ, რომ გახდეს ევროკავშირის ნაწილი.
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და განვიხილე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ერთიან ბაზარზე უფრო მჭიდრო ინტეგრაცია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის არჩევანს, იყოს ევროკავშირის ნაწილი და ყველა საჭირო დახმარებას გავუწევთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს“, – დაწერა დომბროვსკისმა Twitter-ზე.
Glad to meet ??President @Zourabichvili_S to discuss Georgia’s EU accession process and closer integration into single market.
— Valdis Dombrovskis (@VDombrovskis) February 17, 2024
We support the Georgian people’s choice to be part of EU and will help with all necessary assistance to make it happen. #MSC2024 pic.twitter.com/9d2em3WwxO
შეხვედრა აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან
ზურაბიშვილი ასევე შეხვდა აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს და ევროპის მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს (SACEUR) გენერალ კრისტოფერ კავოლის. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს და ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას.
„ნატოში ინტეგრაცია საქართველოსთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირში ინტეგრაცია. დღეს გენერალ კრისტოფერ კავოლისთან განვიხილე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზა, წინსვლა და თანამშრომლობის შესაძლებლობები. ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
NATO integration is as crucial to Georgia as EU integration. Today, with General Christopher G. Cavoli, discussed Georgia’s NATO integration path, advancements, and cooperation opportunities. Emphasized the significance of Black Sea security in the new security architecture pic.twitter.com/3lGnr3Vnhu
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 17, 2024
17 თებერვალს, პრეზიდენტი ზურაბიშვილს ასევე ჰქონდა ხანმოკლე შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც 16-18 თებერვალს იმართება. 18 თებერვალს იგი სიტყვით გამოვა კონფერენციის პანელზე „უფრო ღრმა, ფართო და უფრო ქმედუნარიანი ევროკავშირი?“ და საპანელო დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საზღვარგარეთ არასანქცირებულ ვიზიტებს 2023 წლის ოქტომბერში „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ მისი იმპიჩმენტის მცდელობა მოჰყვა.
მასალა განახლდება…
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)