ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს სტუმრობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 18 იანვარს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს ბიორნ ბერგეს შეხვდა. პაპუაშვილი მიესალმა საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს კონსოლიდირებულ ანგარიშში პირველად ტერმინის „საოკუპაციო ხაზის“ გამოყენებას.
„ჩვენ მადლობელი ვართ ევროპის საბჭოს დიდი ხნის მხარდაჭერისთვის საქართველოს მიმართ და მივესალმებით საქართველოსთვის 2024-2027 წლების მეოთხე სამოქმედო გეგმის დაწყებას“, – დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ Twitter-ზე და დასძინა, რომ „ეს ხელს შეუწყობს დემოკრატიული რეფორმების შემდგომ კონსოლიდაციას და საქართველოს შემდგომ პროგრესს ევროკავშირის წევრობის გზაზე“.
Pleased to meet Bjørn Berge @DSGBjornBerge, Deputy Secretary General of @coe. We are grateful for longstanding support of the #coe towards ?? & appreciate the launch of the fourth, 2024-2027 Action Plan for ??. It will greatly contribute to further consolidation of democratic… pic.twitter.com/g04km1Ge0N
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) January 18, 2024
18 იანვარს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ ბიორნ ბერგემ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, თბილისში ერთობლივად წარდგინეს ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის. „სამოქმედო გეგმა საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა და მისი მიზანი რეფორმების პრიორიტეტების შესრულება და საკანონმდებლო ცვლილებების შემოღებაში დახმარებაა, რაც საქართველოს ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და ევროკავშირში ინტეგრაციის მოთხოვნებთან დააახლოვებს“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.
ევროპის საბჭოს განცხადებით, სამოქმედო გეგმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახორციელონ რეფორმები, რომელთა მიზანია გააძლიერონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განხორციელება ეროვნულ დონეზე, ეროვნული კანონმდებლობა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკა ევროპულ სტანდარტებს შეუსაბამონ და გენდერულ თანასწორობას შეუწყონ ხელი.
სამოქმედო გეგმა ასევე მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას, საარჩევნო კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესებას, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების შემდგომ რეფორმას, ეროვნული პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას მედიისა და ინტერნეტის სფეროში, ასევე ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას, ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის გაძლიერებას, ახალგაზრდული პოლიტიკის შემდგომ განვითარებას, ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობას.
„ევროპის საბჭოს წვლილი განუზომელია საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების საქმეში. ჩვენი თანამშრომლობა გადამწყვეტია, განსაკუთრებით დღეს, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე“, – დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დარსალიამ Twitter-ზე.
Together w/ CoE DSG @DSGBjornBerge had a privilige to launch the CoE Action Plan for ??
— Lasha Darsalia (@LashaDarsalia2) January 19, 2024
CoE’s contribution is immeasurable in implementing democratic reforms in ??
Our cooperation is crucial, especially today, at this important stage of #Georgia's integration into the ?? pic.twitter.com/olKQ6AE4yT
ასევე წაიკითხეთ:
- 04/10/2023 – ილია დარჩიაშვილი ევროკომისრებსა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
- 28/09/2023 – შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)