შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 28 სექტემბერს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, გენერალურმა მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროპის საბჭოს ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა, აგრეთვე, გამოთქვა ნდობის აღდგენის მექანიზმების გაგრძელების მზადყოფნა.
მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობა და ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები მიმოიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარემ მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე ინფორმაცია მიაწოდა.
ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ვენეციის კომისიას შორის პარტნიორობას, ასევე ევროკავშირის მხრიდან პოზიტიური გადაწყვეტილების მნიშვნელობას. შეხვედრა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების ევროპული კონფერენციის ფარგლებში შედგა.
ასევე წაიკითხეთ:
- 25/09/2023 – შალვა პაპუაშვილი რუმინეთს სტუმრობს
- 03/05/2023 – შალვა პაპუაშვილი ბუნდესტაგის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)