skip to content
ახალი ამბები

სირიის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთს მხარდაჭერას უცხადებს

ოკუპირებული აფხაზეთის მთავარი დიპლომატი, ინალ არძინბა 13 დეკემბერს დამასკოში სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. მხარეებმა, მიუხედავად „რთული გარემოებებისა და ბლოკადისა“, კავშირების გაღრმავებაზე ისაუბრეს. სირიაში არძინბას ვიზიტის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოხუმი დამასკოში „საკონსულოს“ გახსნას გეგმავს.

მედიის ინფორმაციით, ასადმა მხარდაჭერა აღუთქვა სოხუმს არაბულ სამყაროში აფხაზეთის „აღიარების“ გაფართოების მიმართულებით. ამჟამად, რუსეთის მსგავსად, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის სირიას, ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს აქვთ აღიარებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

ასადმა და არძინბამ მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმართ, დაგმეს აშშ-ის მიერ ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში „კონფლიქტების გაჩაღების“ მცდელობები და ღაზაში „კოლექტიური დასავლეთის ქმედებები“ გააკრიტიკეს.

არძინბამ დაგმო „ისრაელის ავიადარტყმები სირიის ინფრასტრუქტურაზე“ და ხაზი გაუსვა „გოლანის მაღლობების დეოკუპაციის“ მნიშვნელობას, რითიც მხარდაჭერა გამოუცხადა სირიის ხანგრძლივ ტერიტორიულ დავას ისრაელთან. თავის მხრივ, ასადმა მიიღო არძინბას მოწვევა, რომ მოვალა წელს აფხაზეთს ესტუმროს.

ასადამდე არძინბა თანამშრომლობის განხილვის მიზნით სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფეისალ მექდადს შეხვდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button