skip to content
ახალი ამბები

ინალ არძინბა სირიას სტუმრობს და „დასავლეთის დიქტატს“ გმობს

ოკუპირებული აფხაზეთის მთავარი დიპლომატი, ინალ არძინბა 12 დეკემბერს სირიაში გაემგზავრა, სადაც უკვე შეხვდა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფაისალ მიკდადს და თანამშრომლობის საკითხები განიხილა. გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმი დამასკოში „საკონსულოს“ გახსნას გეგმავს.

„აფხაზეთი და სირია უფრო სამართლიანი მსოფლიო მოწყობისთვის – მულტიპოლარიზმისთვის იბრძვიან. ჩვენ წარმოვადგენთ გლობალურ უმრავლესობას – ეს არის დედამიწის მოსახლეობის 85%-ზე მეტი. ეს ის ხალხია, ვისაც არ სურს დასავლეთის დიქტატის ქვეშ ცხოვრება“, – უთხრა არძინბამ სირიის მედიას.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარი დაუჭირა არძინბას გადაწყვეტილებას USAID-ის საქმიანობის აკრძალვის თაობაზე და აღნიშნა, რომ სირია „მუშაობს, რათა დაეხმაროს“ საოკუპაციო რეჟიმს „ახლო აღმოსავლეთთან კონტაქტების“ გაფართოებაში, ხელმოწერილი მემორანდუმის შესაბამისად. ამავე ინფორმაციით, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა არძინბას სამსახურისთვის ახალგაზრდა კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნოს.

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა არძინბას სირიასა და რუსეთს შორის საინვესტიციო კავშირების დამყარებაში დახმარება სთხოვა და შეხვედრების სამმხრივ ფორმატში გამართვის შესაძლებლობა განიხილა.

შეხვედრაზე არძინბამ „სირიის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ისრაელის საჰაერო დარტყმები“ დაგმო და „ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის“ აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button