ნოემბერში წლიური ინფლაცია 0.1% იყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 4 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში წლიური ინფლაცია 0.1% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.2%-ით გაიზარდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (9.8%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (5.1%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი (3.4%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (2.5%-იანი ზრდა) და სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (3.1%-იანი კლება).
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი (0.9%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 0.5%-იანი კლება); ჯანმრთელობის დაცვა (0.8%-იანი კლება); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (1.7%-იანი კლება).
რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.4%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-11.7%), პური და პურპროდუქტები (-9.2%), რძე, ყველი და კვერცხი (-3.5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.5%). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (12.2%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6.3%), თევზეულზე (5.0%), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (2.7%).
ასევე წაიკითხეთ:
- 03/11/2023 – ოქტომბერში წლიური ინფლაცია 0.8% იყო
- 03/10/2023 – სექტემბერში წლიური ინფლაცია 0.7% იყო
- 05/09/2023 – აგვისტოში წლიური ინფლაცია 0.9% იყო
- 03/08/2023 – ივლისში წლიური ინფლაცია 0.3% იყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)