ახალი ამბები

ოქტომბერში წლიური ინფლაცია 0.8% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 0.8% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.6%-ით გაიზარდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (9.8%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (6.6%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი (4.2%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (1.2%-იანი ზრდა) და  სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.2%-იანი კლება).

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: ტრანსპორტი (3.6%-იანი ზრდა); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (3.3%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (1.3%-იანი ზრდა).

რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (15.3%), თევზეულზე (6.9%), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (6.0%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5.9%), ხოლო შემცირდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-1.2%); რძეზე, ყველსა და კვერცხზე (-2.9%); პურსა და პურპროდუქტებზე (-8.8%); ზეთსა და ცხიმზე (-24.4%).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button