ახალი ამბები

პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო

19 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა  „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც  მესამე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა  წარადგინა, ჩააგდეს.

ვენეციის კომისიამ 12 ივნისს  საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა აღნიშნული კანონპროექტი არ მიეღო და ამის მიზეზად კანონის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების პოტენციური საფრთხე დაასახელა. მისივე თქმით, კანონი იყენებს „პერსონალურ“ და არა „სისტემურ“ მიდგომას კონკრეტული პირების „ოლიგარქებად“ გამოცხადებისთვის.

კანონპროექტის ჩაგდების შესახებ განცხადება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 17 სექტემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.  მან დეპუტატებს მოუწოდა მესამე მოსმენისასკანონპროექტისთვის მხარი არ დაეჭირათ.

სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ფორმალური წარდგენა კანონპროექტის კენჭისყრაზე გასატანად.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან და შევთანხმდით, რომ კანონის გზით შესაძლებელია ეს საკითხი არ დარეგულირდეს და მთავრობის მეშვეობით ახლო პერიოდში დამტკიცდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე  კონსულტაციის შედეგად იქნება დამტკიცებული, შესაბამისად ჯობს საკითხი სწორედ ამ ფორმით დარეგულირდეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button