ახალი ამბები

გერმანია: „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტი ევროკავშირის წევრობას საფრთხეს უქმნის

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სინანული“ გამოთქვა საქართველოში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ხელახლა ინიცირების გამო, იტყობინება Deutsche Welle. მედია საშუალება აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე სებასტიან ფიშერზე დაყრდნობით, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება… ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“. პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ეს ფაქტი ცნობილია ქართველი კოლეგებისთვის. მისივე თქმით, დაკარგავს თუ არა საქართველო ამ კანონის მიღებით გაწევრიანების შანსებს, ევროკავშირის სხვა წევრებთან კონსულტაციების გზით გადაწყდება.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, კრისტიან ჰოფმანმა, ფედერალური მთავრობის პრესსპიკერის პირველმა მოადგილემ და ფედერალური მთავრობის პრესისა და ინფორმაციის ოფისის უფროსის მოადგილემ, აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა ძალიან წუხს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ სადავო კანონპროექტის ხელახალი ინიცირების გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, მთავრობამ პირობა დადო, რომ ამ კანონპროექტს დღის წესრიგიდან უპირობოდ ამოიღებდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button