Placeholder canvas
ახალი ამბები

დუნია მიატოვიჩი საქართველოს ხელისუფლებას უმცირესობების დისკრიმინაციის დაძლევისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა 14 ნოემბერს  მინისტრთა კომიტეტისთვის წარდგენილი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც ეხება „იდენტობა და სხვების“ საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგი გადაწყვეტილებების აღსრულებაზე კონტროლს. გადაწყვეტილებების ეს ჯგუფი ეხება ლგბტი ადამიანებისა და სხვა უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციასა და შეუწყნარებლობის გამოვლინებებს, ასევე მათ უფლებას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე.

კომისარმა ლგბტი ადამიანების, რელიგიური და სხვა უმცირესობების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გაუმჯობესებას გაუსვა ხაზი. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ გაუკეთებია საკმარისი დისკრიმინაციის გამოვლინების ძირითადი მიზეზების აღმოსაფხვრელად.

კომისარი საქართველოს ხელისუფლებას იმ ექვსი რეკომენდაციის განხორციელებას ურჩევს, რომლებიც 2022 წლის თებერვალში მისი საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნებულ მის ანგარიშში ასახული:

  • დაიცავით ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და პრაქტიკა დისკრიმინაციის ყველა ფორმისა და დისკრიმინაციისა და ძალადობის წაქეზების მიმართ, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ სივრცეში;
  • ლგბტი ადამიანებისა და რელიგიური თუ სხვა უმცირესობების ჯგუფების წევრების მიმართ ჩადენილი ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის სისხლის სამართლებრივი და სხვა სანქციებისა, ასევე შეზღუდვების დაწესებით იმ პირებისა და ორგანიზაციების, მათ შორის პოლიტიკური მოძრაობებისა და მედია საშუალებების საქმიანობაზე, რომლებიც მხარს უჭერენ და უშუალოდ ან ირიბად არიან ჩართულნი ლგბტი ადამიანების ან სხვა დაზარალებული ჯგუფების მიმართ ძალადობრივ ქმედებებში, ან სიძულვილის გაღვივებაში;
  • სამართალდამცავ ორგანოებში ან სისხლის სამართლის სისტემაში არსებული ინსტიტუციური კულტურის ნებისმიერი იმ მოდელის იდენტიფიცირება და ეფექტიანად აღმოფხვრა, რომელიმაც შესაძლოა პირდაპირ ან ირიბად წვლილი შეიტანოს ლგბტი ადამიანებისა და რელიგიური ან სხვა უმცირესობების მიმართ სიძულვილით გამოწვეული დანაშაულების დაუსჯელობის ხელშეწყობაში;
  • ლგბტი ადამიანებისა და სხვა დაზარალებული ჯგუფების მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებით ეფექტური სარგებლობის უზრუნველსაყოფად ყოვლისმომცველი ღონისძიებების დანერგვა, რაც მათ საშუალებას მისცემს, ჩაატარონ თავიანთი საჯარო და კერძო ღონისძიებები და აქციები უსაფრთხოდ და იყვნენ დაცულები ძალადობისა და ძალადობის მუქარისგან;
  • სიძულვილის ენის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ სივრცეში, მათ შორის სიძულვილის და ძალადობის წაქეზების ყველაზე სერიოზული შემთხვევების აღმოფხვრით;
  • ლგბტი ადამიანებისა და სხვა დაზარალებული თემების უფლებების დაცვისა და მათ მიმართ შეუწყნარებლობისა და ცრურწმენების წინააღმდეგ ბრძოლის ყოვლისმომცველი და მრავალგანზომილებიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, მათ შორის მიზნობრივი ცნობიერების ამაღლების აქტივობებით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button