ახალი ამბები

ღარიბაშვილი ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 14 ნოემბერს სამუშაო ლანჩის ფორმატში ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას შეეხებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა დაარწმუნა ელჩები, რომ „საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მუდმივ დიალოგს და მჭიდრო კოორდინაციას ევროპელ კოლეგებთან“ და იმედი გამოთქვა, რომ „ქვეყანა დეკემბერში მიიღებს კანდიდატის სტატუსს“.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკომისიის რეკომენდაციის „ისტორიულ მნიშვნელობას“, მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის დიპლომატიურ კორპუსს და აღნიშნა, რომ „მმართველმა გუნდმა ერთიანი ძალისხმევით მოახერხა მოკლე პერიოდში შეესრულებინა თითქმის ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიის მიერ იყო განსაზღვრული და დაადასტურა მთავრობის მზაობა რეფორმების აქტიური პროცესის გაგრძელებისადმი“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button