ახალი ამბები

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის რეკომენდაციას არასამთავრობოები ეხმიანებიან

მას შემდეგ, რაც 8 ნოემბერს ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია მისცა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის მონუმენტის წინ შეიკრიბნენ, რათა ქართველი ხალხისთვის ეს წარმატება მიელოცათ.  

არასამთავრობოებმა ერთობლივი განცხადება წაიკითხეს, რომლის თანახმადაც ევროკომისიამ მხედველობაში მიიღო საქართველოს ურყევი, საერთო ბრძოლა ევროპული მომავლისთვის. „საერთო ეროვნული მიზანი – გავხდეთ ევროკავშირის წევრი – ყოველგვარ პოლიტიკურ თუ სხვა განსხვავებებზე მაღლა დგას. ეს მიზანი მთელ საზოგადოებას, ყველა მოქალაქეს გვაერთიანებს. ამას ელის ევროკავშირი ჩვენგან. დღეს, ჩვენი ხმა უნდა გავაერთიანოთ ჩვენი მომავლისთვის და მივაწვდინოთ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ლიდერს. დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, ქართველი ხალხის ხმა გადამწყვეტი იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, „ჩვენ წინაშე ახალი ამოცანა დგას – დღეიდან, დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩვენი, ქართველი ხალხის მტკიცე ნება და ხმა კიდევ ერთხელ გავაგონოთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ჩვენს ერთგულ და ძლიერ ევროპელ მეგობრებს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button