
ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები ბელარუსს სტუმრობენ
ოკუპირებული აფხაზეთის „სამთავრობო დელეგაცია“, რომელიც ბელარუსში ორმხრივი უწყებათაშორისი კონსულტაციების გამართვის მიზნით ჩავიდა, 27 ოქტომბერს მინისტრთა საბჭოს აპარატის ხელმძღვანელს, კონსტანტინ ბურაკს შეხვდა. ამის თაობაზე ოკუპირებული რეგიონის ადგილობრივი მედია იტყობინება.
- 22/02/2023 – თბილისი გმობს ასლან ბჟანიას ბელარუსში ჩასვლას
- 03/11/2023 – რუსეთ-ბელარუსის კავშირის დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა
ამავე ინფორმაციით, აფხაზეთის დელეგაციის წევრები არიან საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, კულტურის, საგანგებო სიტუაციების მართვის დე ფაქტო მინისტრები, ასევე სოხუმის „ადმინისტრაციის უფროსი“ და „ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა კომიტეტის“ თავმჯდომარე.
აფხაზეთის დელეგაციის წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრებს გამართავენ ბელარუსის შესაბამის სტრუქტურებთან „ორმხრივი სექტორულიპროექტების შემუშავების მიზნით“.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/10/2023 – კონტექსტი | რუსეთის საზღვაო ბაზა ოკუპირებულ აფხაზეთში?
- 05/10/2023 – ბჟანია მზადაა რუსეთის სამხედრო ფლოტს უმასპინძლოს და სურს საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)