ახალი ამბები

პროკურატურა უარყოფს ფარცხალაძის გავლენას და დეზინფორმაციაზე საუბრობს

საქართველოს პროკურატურამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც უარყო „ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლების მხრიდან“ გაკეთებული „სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადებები“ იმის თაობაზე, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს კვლავ აქვს კავშირები პროკურატურასთან.

„პროკურატურის და მისი ხელმძღვანელი პირების, თანამშრომლების წინააღმდეგ დეზინფორმაციის  გავრცელებას ძირითადად ის კონკრეტული პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომლის წარმომადგენლების მიმართ წლებია სამართალწარმოება არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პროპაგანდისტული დეზინფორმაციის მიზანი უწყების საქმიანობისთვის ხელის შეშლაა, რათა წლების განმავლობაში ჩადენილ დანაშაულზე პასუხი არავის მოეთხოვოს და პასუხისგებას გაექცნენ, რაც რა თქმა უნდა, არავის გამოუვა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ ასევე აღნიშნა, რომ „დეზინფორმაციის კამპანიის“ მიზანია კავშირის გამონახვა, ერთი მხრივ, ოთარ ფარცხალაძესა და პროკურატურაზე მის სავარაუდო გავლენას, და მეორე მხრივ, დაპატიმრებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის  სისხლის სამართლის საქმეს შორის. ამ ბრალდებას პროკურატურა უარყოფს.

განცხადებაში პროკურატურა ასევე საუბრობს აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამჟამად გამოძიებას აწარმოებს და რომ მოპოვებულ მტკიცებულებებს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.  

ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ფარცხალაძეს მიჰყავს მისი სისხლის სამართლის საქმეები და რომ რეალურად „ჩრდილიდან სწორედ ის მართავს პროკურატურასა და სასამართლოს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button