2023 წლის იანვარ-თებერვალში საგარეო ვაჭრობა 12.3%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 20 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 12.3%-ით გაიზარდა და 2.9 მლრდ აშშ დოლარი გახდა.
ამავე პერიოდში, 20.3%-ით – 914.8 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 9%-ით – 1.98 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1.06 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36.9%-ია.
2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სათავეში იყო რუსეთი – 467.07 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: თურქეთი – 387.02 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი – 246.35 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 242.15 მლნ აშშ დოლარით და სომხეთი – 203.18 მლნ აშშ დოლარით.
ამავე პერიოდში, ექსპორტში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო სომხეთი – 133.08 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 128.24 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი – 112.35 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 111.24 მლნ აშშ დოლარით და ყაზახეთი – 77.93 მლნ აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, ამ კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ: რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და გერმანია: 338.82 მლნ აშშ დოლარით; 322.16 მლნ აშშ დოლარით; 133.99 მლნ აშშ დოლარით; 130.91 მლნ აშშ დოლარით და 118.16 მლნ აშშ დოლარით.
2023 წლის იანვარ-თებერვალში, ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეში იყო მსუბუქი ავტომობილები – 236.84 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 143.41 მლნ აშშ დოლარით; ფეროშენადნობები – 71.69 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 34.49 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 24.17 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 21.05 მლნ აშშ დოლარით; ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით – 20 მლნ აშშ დოლარით; ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით – 16.35 მლნ აშშ დოლარით; თხილი და სხვა კაკალი – 16.32 მლნ აშშ დოლარით; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 16.03 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 314.46 მლნ აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, აქ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეშია მსუბუქი ავტომობილები – 207.81 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 175.52 მლნ აშშ დოლარით; ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 158.35 მლნ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 108.12 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 71.32 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები – 52.27 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 22.64 მლნ აშშ დოლარით; ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით – 17.69 მლნ აშშ დოლარით; ტრაქტორები და უნაგირა საწევარები – 17.57 მლნ აშშ დოლარით; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 16.52 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 1.13 მლრდ აშშ დოლარით.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/03/2023 – 2023 წლის იანვარ-თებერვალში საგარეო ვაჭრობა 12.3%-ით გაიზარდა
- 20/02/2023 – 2023 წლის იანვარში საგარეო ვაჭრობა 29.1%-ით გაიზარდა
- 20/01/2023 – საქსტატი: 2022 წელს საგარეო ვაჭრობა 32.8%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)