საქსტატი: 2022 წელს საგარეო ვაჭრობა 32.8%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 20 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 32.8%-ით გაიზარდა და 19.04 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
გასულ წელს, 31.8%-ით – 5.6 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 33.2%-ით – 13.45 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 7.85 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3%-ია.
2022 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სათავეში იყო თურქეთი – 2.8 მლრდ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 2.5 მლრდ აშშ დოლარით; ჩინეთი – 1.9 მლრდ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 1.3 მლრდ აშშ დოლარით, აშშ – 1.2 მლრდ აშშ დოლარით.
ამავე პერიოდში, ექსპორტში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო ჩინეთი – 736.8 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი – 672.6 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 651.6 მლნ აშშ დოლარით; სომხეთი – 584.6 მლნ აშშ დოლარით; თურქეთი – 435.5 მლნ აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, ამ კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და გერმანია – 2.4 მლრდ აშშ დოლარით; 1.8 მლრდ აშშ დოლარით; 1.1 მლრდ აშშ დოლარით; 941.3 მლნ აშშ დოლარით და 661.6 მლნ აშშ დოლარით.
2022 წელს, ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეში იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 1.02 მლრდ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: მსუბუქი ავტომობილები – 903.8 მლნ აშშ დოლარით; ფეროშენადნობები – 459.8 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 281.4 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 252.5 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 148.1 მლნ აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი წყლები – 112.5 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 109.5 მლნ აშშ დოლარით; თხილი და სხვა კაკალი – 102.6 მლნ აშშ დოლარით; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 84.5 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 2.1 მლრდ აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, აქ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეშია მსუბუქი ავტომობილები – 1.6 მლრდ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 1.3 მლრდ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 775.3 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 461.3 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 404 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები – 323.6 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 182.9 მლნ აშშ დოლარით; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები – 130.4 მლნ აშშ დოლარით; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 118.9 მლნ აშშ დოლარით; სატვირთო ავტომობილები – 103.5 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 7.99 მლრდ აშშ დოლარით.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/01/2023 – 2022 წელს საგარეო ვაჭრობა 32.8%-ით გაიზარდა
- 13/12/2022 – იანვარ-ნოემბერში საგარეო ვაჭრობა 32.2%-ით გაიზარდა
- 14/11/2022 – იანვარ-ოქტომბერში საგარეო ვაჭრობა 33.5%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)