skip to content
ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ უკრაინაში 28 ივლისს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, დაღუპული მებრძოლი არჩილ დევრისაშვილია.

სამინისტროს განცხადებით,  უკრაინაში საქართველოს საელჩო უკვე ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ და  შესაბამისი პროცედურების განხორციელდება მიმდინარეობს.

არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებისას საქართველოს 37 მოქალაქე დაიღუპა.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button