ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქ იზიუმის მახლობლად ბრძოლის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია დაიღუპა.

საქართველოს კონსულმა უკრაინაში, ნანა ჩაბრავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან” ინტერვიუში განაცხადა, რომ შურღაია საავადმყოფოში გადაიყვანეს და თუმცა, თავდაპირველად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, „სამწუხაროდ იგი 14 მაისს გარდაიცვალა”.

მან დაადასტურა, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩოს ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებს, რომ შურღაია სამშობლოში უმოკლეს ვადებში ჩამოასვენონ.

ჯამში, უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას სულ 10 ქართველი მოხალისე მებრძოლი შეეწირა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button