პაპუაშვილის წერს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ზოგიერთი ქვეყნები ნაციონალური მოძრაობისადმი სიმპატიის გამო ეწინააღმდეგებიან
საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ დღევანდელ ღია წერილში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს: „სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ერთ დროს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, დღეს სკეპტიკოსად იქცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში.”
ის ამტკიცებს, რომ “საქართველოს ნატოში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს” და რადგან ყველა წარსულ ეჭვს პასუხი გაეცა „უკვე აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო ნატოში.”
ნატოს ვილნიუსის სამიტის წინ ვრცელ წერილში პარლამენტის თავმჯდომარე განიხილავს ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და ასაბუთებს, რომ საქართველო მზად არის ნატოს წევრობისთვის.
პირველ რიგში, ის ახსენებს, რომ ნატოს ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ “დაამტკიცა ერთგულება ევროატლანტიკური ოჯახის ღირებულებებისა და პოლიტიკის მიმართ.”
მეორე მხრივ, ის ამტკიცებს რომ „,საქართველოს ამჟამად კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის, ასევე საჯარო სექტორის კეთილსინდისიერების მხრივ, უკეთესი სტანდარტები აქვს, ვიდრე ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანას.” პაპუაშვილის თქმით, სწორედ დამოკრატიული ინსტიტუტების რეფორმის მხრივ წარმატებების აღიარებად იქცა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება. ამასთან პარლამენტის სპიკერი ამტკიცებს, რომ თავდაცვისუნარიანობის ნაკლოვანებებიც გამოსწორდა.
ბოლო არგუმენტის სახით, სპიკერი ამბობს, რომ მხოლოდ წევრობით იქნება შესაძლებელი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მისი თქმით, „მხოლოდ გადამწყვეტ პასუხს შეუძლია უკრაინაში რუსეთის აგრესიის მაგვარი უბედურების თავიდან აცილება. მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი სივრცე ისაა, რომელიც დაცულია ნატო-ს მეხუთე მუხლით. ყველა დანარჩენი ნაცრისფერ ზონაში ექცევა, სისხლისღვრისა და ომის რისკებით.” მისი თქმით საქართველო ნატოს წევრი რომ ყოფილიყო 2008 წელს, არ იქნებოდა არც რუსეთ-საქართველოს ომი, არც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, „რომელმაც უფრო გაართულა არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები.“
პაპუაშვილი წერს, რომ საქართველოს უარყოფამ შესაძლოა ხელი შეუწყო უკრაინის კატასტროფასაც და წერს: „ნატოს საზღვრები მშვიდობის საზღვრებია.”
მისი თქმით, შეუძლებელია ალიანსის მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო, რადგან „დაპირისპირებულ საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, შიდა რადიკალიზმთან ერთად, ყოველთვის შეუძლია საქართველოს დემოკრატიული სისტემის პრობლემებზე არასწორი აღქმების შექმნა.”
ის ასევე წუხს, რომ საქართველოს ძველი პარტნიორები, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში, შეცვალეს დამოკიდებულბა და სკეპტიკურად განეწყვნენ, და ამბობს, რომ ეს მოხდა “მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში.” ამ კონტექსტში მან მოიხსენია ესტონეთის პრემიერ მინისტრი, კაია კალასი, რომელმაც ბოლო ინტერვიუში თქვა რომ ” საქართველოს მთავრობა არ მიჰყვება ამ დღის წესრიგს (ნატოში გაწევრიანების)”, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, “ეს კომენტარი სიმართლეს ძალიან დაშორებულია.”
ბოლოს კი მისი თქმით “ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე, მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო ნატო-სგან საქართველოს განცალკევება, ისეთი შეცდომაა, რომელსაც მომავალი არ გვაპატიებს.”
ამასობაში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს დაადასტურა, რომ ხვალ ვილნიუსში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 05/07/2023 – ესტონეთის პრემიერმინისტრი: საქართველოს მთავრობას არ სჯერა ნატოში გაწევრიანების
- 31/05/2023 – არასამთავრობოები პრემიერს უკრაინის ომის მიზეზად ნატოს გაფართოების დასახელებისთვის აკრიტიკებენ
- 19/06/2023 – გაყოფილი გზები? უკრაინა და საქართველო ნატოს ვილნიუსის სამიტზე
- 13/06/2023 – საქართველო და ნატო ვილნიუსის სამიტის წინ: მიმქრალი ნაპერწკალი
- 11/05/2023 – მოსაზრება | რა მიზნები უნდა დავისახოთ ნატოს ვილნიუსის სამიტისთვის?
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)