ახალი ამბები

რუსეთის სახელმწიფო დუმამ სოხუმთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ 29 ივნისს ოკუპირებულ აფხაზეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.

შეთანხმება საშუალებას აძლევს ერთი მხარის მოქალაქეებს, რომ მეორე მხარის მოქალაქეობა საკუთარზე უარის თქმის გარეშე მიიღონ.

შეთანხმება საშუალებას აძლევს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, რომ სოციალური უზრუნველყოფის, განათლებისა და სამედიცინო მომსახურების უფლებით ისარგებლონ, თავიანთი მუდმივი საცხოვრებლის კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, შეთანხმების თანახმად, მხარეები მოთხოვნის შემთხვევაში ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ მესამე სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების ან იმ დოკუმენტის აღების თაობაზე, რომელიც უცხოურ სახელმწიფოში მათი მუდმივი ცხოვრების უფლებას ადასტურებს.

იმავე შეთანხმებას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ 2022 წლის დეკემბერში დაუჭირა მხარი.

იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი აქტიურად მუშაობს, რომ სომხეთთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა აღადგინოს.

„ჩვენ ყველა ძალისხმევას მივმართავთ იმ მასშტაბური საგზაო რუკის რეალიზაციისთვის, რომელიც დაგეგმილია. ეს საგზაო რუკა მოიცავს სახელმწიფო მეთაურების დონეზე ხელმოწერილ დოკუმენტებს და შესაბამის კომისიებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნების მთავრობების ეგიდით შეიქმნა. ყოველდღიურ რეჟიმში კეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ ამის რეალიზება მოხდეს“, – განაცხადა მან 28 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button