ახალი ამბები

სასამართლომ ბადრი ესებუას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 23 ივნისს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 2020 წლის ოქტომბერში ქალაქ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდამსხმაში ბრალდებულს, ბადრი ესებუას, რომელმაც მძევლად 43 ადამიანი აიყვანა, 500 000 აშშ დოლარი და უსაფრთხოების დერეფანი მოითხოვა და მიიმალა.

ესებუას ბრალად ედებოდა იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი), იძულება (150), ტერორისტული აქტი (323) და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდება (329).  

ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმიდან თითქმის 2.5 წლის შემდეგ, 2023 წლის თებერვლის დასაწყისში, სამეგრელოში დააკავეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button