Placeholder canvas
ახალი ამბები

პრემიერი ღარიბაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერი მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად 5 ივნისს უნგრეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს, კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკის შეხვდა და სხვა თემების პარალელურად, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები მიმოიხილა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზეც ისაუბრეს და საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზეც გაამახვილეს ყურადღება. „აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button