ახალი ამბები

2023 წლის იანვარში საგარეო ვაჭრობა 29.1%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 20 თებერვალს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 29.1%-ით გაიზარდა და 1.46 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

ამავე პერიოდში, 38.5%-ით – 459 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 25.2%%-ით – 1 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 543.9 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 37.2%-ია.

წყარო: საქსტატი

2023 წლის იანვარში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სათავეში იყო რუსეთი – 263.6 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: თურქეთი – 196.1 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 120.4 მლნ აშშ დოლარით; სომხეთი – 99.8 მლნ აშშ დოლარით და ჩინეთი – 96.9 მლნ აშშ დოლარით.

ამავე პერიოდში, ექსპორტში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო რუსეთი – 87.8 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან: სომხეთი – 69.8 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 51.9 მლნ აშშ დოლარით; ყაზახეთი – 32.8 მლნ დოლარით და ჩინეთი – 31.7 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, ამ კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ: რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და გერმანია – 175.8 მლნ აშშ დოლარით; 164.7 მლნ აშშ დოლარით; 68.5 მლნ აშშ დოლარით; 65.2 მლნ აშშ დოლარით; 63.4 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: საქსტატი

2023 წლის იანვარში, ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეში იყო მსუბუქი ავტომობილები – 104.3 მლნ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 68.1 მლნ აშშ დოლარით; ფეროშენადნობები – 50.8 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 20.8 მლნ აშშ დოლარით; ავტომობილები, განკუთვნილი 10 ან მეტი კაცის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით – 17.9 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 15.9 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 12.7 მლნ აშშ დოლარით; ოქრო – 9.97 მლნ აშშ დოლარით; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 7.7 მლნ აშშ დოლარით; თხილი და სხვა კაკალი – 7.5 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 143.3 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, აქ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეშია ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 92 მლნ აშშ დოლარით: შემდეგ მოდიან: მსუბუქი ავტომობილები – 86.4 მლნ აშშ დოლარით; ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 82.3 მლნ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 71.7 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები – 28.7 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 23.2 მლნ აშშ დოლარით; ავტომობილები, განკუთვნილი 10 ან მეტი კაცის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით – 15.2 მლნ აშშ დოლარით; ტრაქტორები და უნაგირა საწევარები – 9.2 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 9.1 მლნ აშშ დოლარით; სატვირთო ავტომობილები – 7.7 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 577.6 მლნ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button