skip to content
ახალი ამბები

სებ-მა ბანკი „ქართუ“ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო წესების დარღვევისთვის დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) მმართველი პარტია, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაარსებული ბანკი „ქართუ“ 64 000 ლარით დააჯარიმა.

სებ-ის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ შვიდი დარღვევა ეხებოდა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონისა და ამ კანონის შესაბამისად დადგენილ წესებს. ერთი შემთხვევა კი – პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ სებ-ის შესაბამისი ღონისძიებების გატარების შეუსრულებლობას ეხებოდა.


9 თებერვალს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები. ეროვნულმა ბანკმა ცვლილებების მიღებამდე განაცხადა, რომ საკანონმდებლო ინიციატივას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა, რადგან მმართველობით სისტემაში გათვალისწინებულ შესწორებებს ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვა შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ცვლილებებს 24 თებერვალს ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ ისინი „არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!“

ამავე თემაზე:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button