
ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, გორდან გრლიჩ რადმანი 8-11 თებერვალს საქართველოს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს; ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდა.
პრემიერთან შეხვედრა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 9 თებერვალს შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ამავე ინფორმაციით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ „მნიშვნელოვან პროგრესზეც“ გაამახვილეს ყურადღება და ხაზი გაუსვეს ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მნიშვნელობას. „აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებს და ეს ევროკომისიის ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა“.
პრემიერ-მინისტრმა ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
Pleasure to have held productive discussions with the Prime Minister of Georgia @GharibashviliGe.
Committed to strengthening ???? bilateral relations, supporting ?? EU integration and implementing necessary reforms, as well as cooperating in #EU projects. pic.twitter.com/dLMxo5Ryut— Gordan Grlić Radman (@grlicradman) February 9, 2023
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ აფასებს ხორვატიის ამ მხარდამჭერ პოზიციას, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და გაგვიზიაროს საკუთარი გამოცდილება. მანვე ხორვატიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტს „ისტორიული“ და სიმბოლური უწოდა, რამდენადაც ორი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს აღნიშნავს.
ილია დარჩიაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხი, ხაზი გაუსვეს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების მნიშვნელობას და ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა სფეროში.
მანვე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ „ახლო მომავალში გაიზრდება ხორვატიული კომპანიების დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით“.
Delighted to welcome FM of Croatia @grlicradman on his 1st visit to??. As ??-?? have a high potential for bolstering coop in various fields, we thoroughly discussed the core areas of our bilateral agenda. Focused on??'s EU integration& learned about ?? 's experience on this path. pic.twitter.com/4ack03jByg
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) February 9, 2023
თავის მხრივ, ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მხარეებმა განიხილეს ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ხორვატიის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს საგარეო უწყებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს დიპლომატიური ტრენინგების მიმართულებით.
ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხორვატიის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მეგობრულ კავშირებს ორ ქვეყანას შორის“.
შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა საქართველო-ხორვატიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის ფარგლებშიც, „ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია ჩამოყალიბდება“. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თქმით, „შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას“.
Meeting ?? Minister of Economy and Sustainable Development Levan #Davitashvili on prospects of deepening ???? economic cooperation and diversifying trade exchange.
Signing of the Agreement on Economic Cooperation between #Croatia and #Georgia will boost our economic ties. pic.twitter.com/1QoSiOTFxu
— Gordan Grlić Radman (@grlicradman) February 9, 2023
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გორდან გრლიჩ რადმანი საკნონმდებლო ორგანოს და ცხინვალის საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა. ამასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას ჩაატარებს. მასთან ერთად, საქართველოში ხორვატი ბიზნესმენებიც იმყოფებიან, ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)