ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული თურქეთისა და თურქმენეთის მოქალაქეები გაათავისუფლეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 29 დეკემბერს განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ წინაგარას მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული თურქეთისა და თურქმენეთის მოქალაქეები გაათავისუფლეს და ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
სუს-ის თქმით, ხსენებული პირების უკანონო პატიმრობის შესახებ ინფორმაცია საოკუპაციო ძალისგან საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ საშუალებით შეიტყო. უწყების განცხადებაში მათი დაკავების შესახებ მეტი დეტალი დაზუსტებული არ არის.
სუსი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს და ამბობს, რომ ოფიციალური თბილისი განაგრძობს მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად „როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით“.
ასევე წაიკითხეთ:
- 21/12/2022 – ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
- 19/12/2022 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 24/11/2022 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 19/10/2022 – სუსის თქმით, ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)