ახალი ამბები

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ამსახველი ვიდეო გაასაჯაროვა

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან“ გამომდინარე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა „ვივამედში“ სხვადასხვა დროს გადაღებული ვიდეოკადრები გაასაჯაროვა, სადაც დაპატიმრებული ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია ნაჩვენები.  

დაახლოებით 10-წუთიან ვიდეოში ექს-პრეზიდენტის სხვადასხვა მდგომარეობაა ნაჩვენები. კადრებში ჩანს, როგორ ეჩხუბება ის თანამშრომლებს და რამდენჯერმე სხვადასხვა ნივთებსაც ესვრის მათ. ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ვარდება სააკაშვილი ლოგინიდან, ხოლო ვიდეოს ბოლოს ნაჩვენებია, რომ ის გადასაადგილებელი ჭოჭინის დახმარებით დადის.  

„აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის  სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის  ხელის შეშლა, საზოგადოებისა  და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა“, – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.  

„ვიდეოკადრები ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასევე მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას სამედიცინო პერსონალის მიმართ, კერძოდ მისი მხრიდან განხორციელებული შეურაცხყოფისა და აგრესიული ქცევების ფაქტებს“, – აღნიშნა სამსახურმა. 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button