საქსტატი: იანვარ-ოქტომბერში საგარეო ვაჭრობა 33.5%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 21 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 33.5%-ით გაიზარდა და 15.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში, 34%-ით – 4.5 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 33.3%-ით – 10.7 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 6.1 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3%-ია.
2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სათავეში 2.3 მლრდ აშშ დოლარით, თურქეთი იყო. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 1.9 მლრდ აშშ დოლარით; ჩინეთი – 1.5 მლრდ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 1.1 მლრდ აშშ დოლარით; აშშ 984 მლნ აშშ დოლარით.
ამავე პერიოდში, ექსპორტში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო ჩინეთი – 607.5 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი – 541.7 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 530.3 მლნ აშშ დოლარით; სომხეთი – 421.5 მლნ აშშ დოლარით; თურქეთი – 379.2 მლნ აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, ამ კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და აზერბაიჯანი – 1.9 მლრდ აშშ დოლარით, 1.4 მლრდ აშშ დოლარით, 920.9 მლნ აშშ დოლარით, 725.3 მლნ აშშ დოლარით და 515.7 მლნ აშშ დოლარით.
2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეში სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო – 842.1 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: მსუბუქი ავტომობილები – 661.3 მლნ აშშ დოლარით; ფეროშენადნობები – 447.7 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 221.7 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 200.8 აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 120.8 მლნ აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი წყლები – 92.2 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 91.1 მლნ აშშ დოლარით; ელექტროენერგია – 84.3 მლნ აშშ დოლარით; თხილი და სხვა კაკალი – 75.3 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 1.7 მლრდ აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, აქ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეშია მსუბუქი ავტომობილები – 1.2 მლრდ აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან: ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 1.1 მლრდ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 623.1 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 329.1 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 316.9 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები – 227.3 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 145.5 მლნ აშშ დოლარით; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 96.6 მლნ აშშ დოლარით; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 96.1 მლნ აშშ დოლარით; სატვირთო ავტომობილები – 83.9 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 6.4 მლრდ აშშ დოლარით.
ასევე წაიკითხეთ:
- 14/11/2022 – იანვარ-ოქტომბერში საგარეო ვაჭრობა 33.5%-ით გაიზარდა
- 19/10/2022 – საქსტატი: იანვარ-სექტემბერში საგარეო ვაჭრობა 35.3%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)