ახალი ამბები

ევროკავშირი „მკაცრად გმობს“ ბელარუსის ლიდერის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას

„ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში – აფხაზეთში“, – განაცხადა ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ 29 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტის“ შეფასებისას.

„ეს „ვიზიტი“ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას“, – დასძინა მან და ხაზი გაუსვა, რომ „ვიზიტი“ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე განხორციელდა, „რომელსაც აქვს ერთადერთი ლეგიტიმური უფლებამოსილება აფხაზეთის რეგიონზე“.

ამასთან, პიტერ სტანომ ასევე აღნიშნა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს „არ აქვს ლეგიტიმაცია, იმოქმედოს როგორც სახელმწიფოს მეთაურმა“.

„ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ძლიერ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button