skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ბორჯომის ტყის ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი ეხმარება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 აგვისტოს განაცხადა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყეში 19 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში დილიდან ჩაერთო თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი.

ამავე ინფორმაციით, დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი და რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი ჩაერთვებიან.

შსს-ს ცნობით, ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

„მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო, ადგილზე ისევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით თითქმის ყველა აქტიურ კერამდე მისასვლელი გზა უკვე გაყვანილია“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათასზე მეტი ადამიანია ჩართული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button