skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი მოუწოდებს ევროკავშირს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ევროკავშირს მიანიჭოს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი „ახლა და ორჭოფობის გარეშე, რადგან ეს სტატუსი იქნება ტრანსფორმაციული ძალა და ინსტრუმენტი ცვლილებებისთვის“.

Facebook-ზე 7 ივნისს გამოქვეყნებულ სტატუსში, სააკაშვილი, რომელსაც უკრაინაში თანამდებობა უკავია, ევროკავშირს ასევე მოუწოდებს, რომ კანდიდატის სტატუსი უკრაინასაც მიანიჭოს.

„ახლა უსამართლოდ ვარ პატიმრობაში, მაგრამ ჩემს ორივე სამშობლოს – უკრაინას და საქართველოს აქვთ შანსი, გახდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები“, – წერს ყოფილი პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი ასევე სთხოვს ევეოკავშირს, რომ „ნუ დაგვტოვებთ პოსტ-საბჭოთა ჭაობში და სიბნელეში რკინის ფარდის მეორე მხარეს“.

„ახლა არ არის დეტალების დრო, თუნდაც ეს მოიცავდეს ჩემს ტყვეობას და ჩემი ჯანმრთელობის საფრთხეს. ეს უკანასკნელი არაფერია იმ უდიდეს ისტორიულ გამოწვევასთან და პირობასთან შედარებით, რომელსაც მივუძღვენი მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება“, – ამბობს იგი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button