ახალი ამბები

კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 10 კანდიდატი შეარჩია

საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ 7 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 10 კანდიდატი შეარჩია. მათგან პარლამენტი 3-ს 6-წლიანი ვადით დაამტკიცებს.

საპარლამენტო უმრავლესობამ, ოპოზიციამ და სახალხო დამცველმა შერჩეული 10 კანდიდატიდან თითო უნდა აირჩიონ, რომელთაც შემდეგ დამსამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის რეგლამენტის თანახმად, სამეურვეო საბჭო სულ 9 წევრისგან შედგება, რომელთაგან 3 საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით არის არჩეული, 3 ოპოზიციის, 2 სახალხო დამცველის, 1-ც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს.

საბჭოს სამი წევრისთვის კონკურსი მარტის დასაწყისში გამოცხადდა, რამდენადაც ომბუდსმენის კვოტით არჩეულ თავმჯდომარეს ირინა ფუტკარაძეს, ასევე ქართული ოცნებისა და ოპოზიციის კვოტით არჩეულ ირაკლი პაპავასა და გიორგი ნიჟარაძე ვადა ეწურებათ.

საპარლამენტო კომისიამ საბჭოს წევრობის შემდეგი 10 კანდიდატი შეარჩია:

  • მარინა გიორგაძე – პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მოქმედი წამყვანი სპეციალისტი.
  • არინა თავაქარაშვილი – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისიტენტ-პროფესორი; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი; სკოლა „ეისის“ სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
  • გიორგი იაშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირის იურისტი.
  • ბელა კოპალიანი – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მთავრობის პირეველი მოადგილე;
  • ვასილ მაღლაფერიძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის „ტელესკოლის“ პროექტ „ჩვენი საქართველოს“ წამყვან-პროდიუსერი; ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე 2021 წლის იანვარ-მარტში; საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი 2017-2020 წლებში.
  • ალექსი ნონიაძე – პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმერების ჯგუფის“ აპარატის თანამშრომელი საქართველოს პარლამენტში; ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.
  • ლაშა ტუღუში – „ტვ პალიტრას“ გადაცემა „რეზიუმეს“ თანაწამყვანი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტოს პროფესორი; ახალი ამბების ინგლისურენოვანი ვებგვერდ dfwatch.net-ის მთავარი რედაქტორი.
  • ლია შავგულიძე – კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრის დირექტორი.
  • დონარა (დოდო) შონავა – ცენტრ „მართლმსაჯულების სახლის“ მედიაკომუნიკაციის სკოლის ხელმძღვანელი.
  • ზაზა ხუციშვილი – ქართული ოცნების დეპუტატი 2016-2020 წლებში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button