ახალი ამბები

ვასილ მაღლაფერიძემ ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ მაღლაფერიძემ, რომელსაც ეს თანამდებობა 16 იანვრიდან ეკავა, 8 მარტს პოსტი დატოვა და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

„პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება“, – განმარტა მან.

ვასილ მაღლაფერიძეს 2017 წლიდან 2020 წლის აგვისტომდე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა. იგი ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილედ მას შემდეგ დაინიშნა, რაც ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button