ახალი ამბები

დაურ კოვე ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობაში „კულტურის მინისტრად“ დაბრუნდა 

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი „საგარეო საქმეთა მინისტრი“, დაურ კოვე მთავრობაში „კულტურის მინისტრად“ დაბრუნდა.

აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ შესაბამის განკარგულებას ხელი 6 აპრილს მოაწერა.

დაურ კოვემ ოკუპირებული რეგიონის საგარეო უწყება ნოემბერში დატოვა მას შემდეგ, რაც ბჟანიამ მის სანაცვლოდ კრემლის ყოფილი თანამშრომელი, 31 წლის ინალ არძინბა დანიშნა.

მას შემდეგ, დაურ კოვე რეგიონის „უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ“ მსახურობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button