skip to content
ახალი ამბები

სუს-ის თქმით, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 1-ელ დეკემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ჯავის რაიონის სოფელ ვანელის მიმდებარედ „საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე“.

სუს-ის ინფორმაციით, უკანონო დაკავების ფაქტზე „მყისიერად“ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მომხდარის შესახებ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

„საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, – განაცხადა სუს-მა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button