skip to content
ახალი ამბები

სუს-ის ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ „საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს 3 მოქალაქე „უკანონოდ დააკავეს“.

უწყების ცნობით, უკანონოდ დაკავებულ ერთ პირს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას უახლოეს პერიოდში გადმოსცემენ. უკანონო პატიმრობაში დარჩენილი პირების გათავისუფლების მიზნით კი – „აქტიური მუშაობა მიმდინარეობს“.

სუს-ის განმარტებით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. გააქტიურებულია ცხელი ხაზიც.

მსგავსი/Related

Back to top button