skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა ჰერმან საბოს დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტმა ჰერმან საბოს დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. საბომ გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე შეცვალა, რომელსაც პარლამენტმა უფლებამოსილება 17 ნოემბერს შეუწყვიტა.

ჰერმან საბო ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის წევრია, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ 2015 წელს დააფუძნა. ბავშვთა პორნოგრაფიის თემაზე უკვე ყოფილ თანაგუნდელ იაგო ხვიჩიასთან უთანხმოების შემდეგ, ზურაბ ჯაფარიძემ 2020 წლის დეკემბერში გირჩი დატოვა.

პარტიიდან წამოსვლის შემდეგ, ზურაბ ჯაფარძემ გირჩი-მეტი თავისუფლება დააარსა. მანამდე, იგი პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის სიით მოხვდა.

ჰერმან საბოსთან ერთად, პარლამენტში ახალ პოლიტიკურ ცენტრ გირჩს ასევე წარმოადგენენ – ვახტანგ მეგრელიშვლი, იაგო ხვიჩია და ალექსანდრე რაქვიაშვილი.

2021 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი დამოუკიდებლად პირველად მონაწილეობდა და საქართველოს მასშტაბით, ხმების 2.89% და 4 საპარამენტო მანდატი მოიპოვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button