skip to content
ახალი ამბები

პირველადი შედეგები: „ოცნება“ 18 მუნიციპალიტეტს იგებს, წალენჯიხაში მარცხდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი შედეგებით, 18 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, 5 თვითმმართველ ქალაქში, ქართული ოცნების მერობის კანდიდატები ლიდერობენ, წალენჯიხაში კი – ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი.

სენაკის მუნიციპალიტეტის მონაცემები ცესკოს საიტზე ჯერ არ ატვირთულა.

ქვემოთ ცესკოს პირველადი შედეგებია მოცემული:

თვითმმართველი ქალაქები

თბილისი (დათვლილია უბნების 22.24%)

  • კახა კალაძე – ქართული ოცნება – 55.78%;
  • ნიკა მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 44.22%.

ქუთაისი (უბნების 21.77% დათვლილი)

  • იოსები ხახალეიშვილი – ქართული ოცნება – 52.89%
  • ხატია დეკანოიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 47.13%;

ბათუმი (უბნების 16.19% – დათვლილია)

  • არჩილ ჩიქოვანი – ქართული ოცნება – 54.03%;
  • გიორგი კირთაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 45.97%.

რუსთავი (უბნების 28.4% დათვლილია)

  • ნინო ლაცაბიძე – ქართული ოცნება – 54.65%;
  • დავით კირკიტაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 45.35%.

ფოთი (უბნების 36.36% დათვლილია)

  • ბექა ვაჭარაძე – ქართული ოცნება – 58.95;
  • გიგი უგულავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 41.05%.

მუნიციპალიტეტები

თელავი (უბნების 20% დათვლილია)

  • ლევან ანრიაშვილი – ქართული ოცნება 59.796%;
  • გიორგი ბოტკოველი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 40.204%.

თიანეთი (უბნების 76.19% დათვლილია)

  • ლევან წიკლაური – ქართული ოცნება – 59.968%;
  • თამაზ მეჭიაური – თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის – 43.032%.

ქარელი (უბნების 55% დათვლილია)

  • ზაზა გულიაშვილი – ქართული ოცნება – 59.673%;
  • ნიკოლოზ ახალკაცი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 40.327%.

ხაშური (უბნების 71.698% დათვლილია)

  • თენგიზ ჩიტიაშვილი – ქართული ოცნება – 58.996%;
  • იოსებ ბუაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 41.004%.

ცაგერი (უბნების 66.667% დათვლილია)

  • გიორგი ნემსაძე – ქართული ოცნება – 64.592%;
  • ბესარიონ ბენდელიანი – საქართველოსთვის – 35.408%.

ბაღდათი (უბნების 96.774% დათვლილია)

  • კახა ენუქიძე – ქართული ოცნება – 60.616%;
  • გიორგი რობაქიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39.384%.

წყალტუბო (უბნების 30.435% დათვლილია)

  • გენადი ბალანჩივაძე – ქართული ოცნება – 56.037%;
  • ზაზა მეტრეველი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 43.963%.

ოზურგეთი (უბნების 27% დათვლილია)

  • ავთანდილ თალაკვაძე – ქართული ოცნება – 56.925%;
  • კონსტანტინე შარაშენიძე – დამოუკიდებელი კანდიდატი – 43.075%.

მარტვილი (უბნების 62.5% დათვლილია)

  • თორნიკე ჯანაშია – ქართული ოცნება – 52.921%;
  • თეიმურაზ ჯანაშია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 47.079%;

ხობი (უბნების 54.545% დათვლილია)

  • დავით ბუკია – ქართული ოცნება – 58.935%;
  • ბესიკი შენგელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 41.066%.

ზუგდიდი (უბნების 22.018% დათვლილია)

  • მამუკა წოწერია – ქართული ოცნება – 52.443%;
  • ანზორ მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 47.557%.

წალენჯიხა (უბნების 27.586% დათვლილია)

  • გიორგი ხარჩილავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 57.506;
  • გოგა გულორდავა – ქართული ოცნება – 42.494%.

ჩხოროწყუ (უბნების 28.571% დათვლილია)

  • დათო გოგუა – ქართული ოცნება – 56.828%;
  • ბადრი ქარჩავა – 43.172%.

ხელვაჩაური (უბნების 51.064% დათვლილია)

  • ზაზა დიასამიძე – ქართული ოცნება – 57.285%;
  • მიშა ბოლქვაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 42.715%.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button