skip to content
ახალი ამბები

პარტია მოქალაქეების პროპორციული სია თბილისის საკრებულოში

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული პარტიული სიები გამოაქვეყნა. საერთო ჯამში კანდიდატების სია 31 პარტიამ წარადგინა.

ქვემოთ დედაქალაქის საკრებულოსთვის ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული პროპორციული სიის პირველი 10 კანდიდატია წარმოდგენილი, რომელთაგან 5 ქალია, 5 კი – მამაკაცი:

  • ფატმანი ბარჯაძე;
  • გიორგი რეხვიაშვილი;
  • თინათინ გუგუნავა;
  • ნინო ჩარკვიანი;
  • ნატო კირვალიძე;
  • სულხანი ნამჩევაძე;
  • რომან მელქაძე;
  • მაკა ფრიდონაშვილი;
  • მიხეილ აბრამიშვილი;
  • შალვა კარელიძე.

პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შემუშავდა, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან მოქალაქეები 40-ს პროპორციული, 10-ს კი -მაჟორიტარული წესით აირჩევენ. მანამდე ეს პროპორცია 25/25-ზე იყო.

პარტიას თბილისის მერობის კანდიდატი არ წარუდგენია. მოქალაქეები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 1.33%-ით მე-6 ადგილზე გავიდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button